ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორისა და „რუსთავი 2“ ყოფილი ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას ბრალდების საქმეზე, მოსამართლე სათათბიროდ გავიდა, თუმცა ლაშა ჩხიკვაძემ განაჩენი დღეს არ გამოაცხადა.
საქმეზე მიმდინარე დასკვნითი პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა და როგორც მოსამართლემ განმარტა, გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გამოცხადდება, სხდომის თარიღი კი მხარეებს წინასწარ ეცნობება.
ცნობისთვის, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე დასკვნითი სხდომა გაიმართა.