რუსული ჯგუფის Pussy Rio-ის სოლისტი, მარია ალეხინა რუსეთიდან გაიქცა. მუსიკოსმა ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მას ციხე შიდა პატიმრობით შეუცვალეს. მომღერლის დაპატიმრების მიზეზი კი მისი პოლიტიკური განცხადებაა, როცა ალეხინამ უკრაინაში რუსეთის შეჭრას, სამარცხვინო უწოდა.
ამჯერად ახალგაზრდა მუსიკოსმა ქვეყნიდან გაქცევა ორიგინალური გზით შეძლო. მან ჯერ ბელორუსიის საზღვარი გადაკვეთა, შემდეგ კი ლიეტუვაში აღმოჩნდა. ამბობს, რომ პოლონური ვიზა ჰქონდა, თუმცა მთავარი სხვა რამ არის. ცნობილი რუსული ჯგუფის სოლისტი კურიერის ფორმაში გამოეწყო და თავი მიწოდების სერვისის თანამშრომლად გაასაღა.