ედ შირანი სიმღერების მსოფლიოს ჩარტის პირველ ადგილზე იმყოფება. მისი სინგლი „Perfect“, რომელიც მან ახლებურად ბიონსესთან ერთად ჩაწერა, უკანასკნელი კვირის მანძილზე ყველაზე მოთხოვნადი იყო.
მეორე და მესამე ადგილზე კამილა კაბელოს „Havana“ და Post Malone-ს „Rockstar“ იმყოფებიან.
საუკეთესო ათეულში ასევე ემინემისა და ედ შირანის დუეტი „River“, მერაია ქერის „All I Want For Christmas Is You“, სემ სმიტის „Too Good At Goodbyes“, Maroon 5-ის „What Lovers Do“ და სხვები იმყოფებიან.