LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არ ნიშნავს, რომ სესხის პროცენტი პენსიონერებისთვის 2-ჯერ შემცირდება“ – ბანკებისთვის საპენსიო სესხის გაცემა გაიაფდება

167
52e71164c9b0c481c73f9d721bee1ddc-770x492

ეროვნულმა ბანკმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც კომერციული ბანკებისთვის საპენსიო სესხის გაცემა გაიაფდება.

როგორც 10 მაისს გამოცემულ ბრძანებაშია აღნიშნული, სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციის ბენეფიციარების მიმართ არსებული რისკის პოზიცია 75%-ის ნაცვლად, 35% იქნება. სესხის რისკის წონა განსაზღვრავს აღნიშნულ სესხზე კაპიტალის მოთხოვნას.

აღნიშნული ცვლილების შედეგად, ბანკებიც უფრო დაბალ პროცენტში შეძლებენ საპენსიო სესხების გაცემას, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ სესხის ფასდადებას კაპიტალის მოთხოვნის გარდა, სხვა ფაქტორებიც განსაზღვრავს, როგორიცაა: დაზღვევის ხარჯები, ბანკის ადმინისტრაციული ხარჯები და ა.შ. ეს ცვლილება არ ნიშნავს იმას, რომ სესხის პროცენტი პენსიონერებისთვის 2-ჯერ შემცირდება.

შეგახსენებთ, ამჟამად, საქართველოში პენსიით უზრუნველყოფილ კრედიტებს მხოლოდ “ლიბერთი ბანკი” გასცემს. დღეის მდგომარეობით, საპენსიო კრედიტების საბაზრო საპროცენტო განაკვეთი, დაახლოებით, 35%-ია. მთლიანობაში 370,000 პენსიონერს 342 მილიონი ლარის საპენსიო სესხი აქვს აღებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g