უკრაინის ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, „აზოვსტალიდან“ 60 ადამიანის გამოყვანაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს.
„რამდენიმე ასეული დაჭრილია, პირველ რიგში, მათი გადარჩენაა საჭირო, რადგან რუსები ყველაფერზე ერთბაშად არ თანხმდებიან. ჯერ მძიმედ დაჭრილები და ექიმები, 60 ადამიანია“, – განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა.
13 მაისს ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნიდან სამხედროების ევაკუაციის შესახებ მოლაპარაკებები თურქეთის შუამავლობით მიმდინარეობს.