ახლად დაქორწინებული მილიარდერი ნიკოლა პელტცი და ბრუკლინ ბექჰემი ამჯერად ლოს-ანჯელესში გამოჩნდნენ. ისინი პროდუქტების ბაზარში 500 000 დოლარიანი „იაგუარით“ მივიდნენ და საზოგადოების ყურადღებაც დაიმსახურეს. ქუჩაში ყველა მათ უყურებდა. ნიკოლას თეთრი კაბა ამშვენებდა, ბრუკლინი კი ამავე ფერის მაისურსა და კრემისფერ სპორტულ შარვალში იყო გამოწყობილი.
„მუცელს მალავს“, „ბოლოს და ბოლოს ორსულად არის თუ არა?!“ – წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, პელტცის ორსულობის შესახებ ჭორები „მეტ გალაზე“ გამოჩენის შემდეგ გავრცელდა. ნიკოლას „ვალენტინოს“ კაბაში ოდნავ წამოზრდილი მუცელი ეტყობოდა. ამ დრომდე ორსულობის შესახებ ინფორმაცია წყვილს არ დაუდასტურებია.
ფოტო: „უკვე ორსულადაა?“ – ნიკოლა პელტცი „მეტ გალაზე“ „ვალენტინოს“ პიკანტურ კაბაში გამოჩნდა
შეგახსენებთ, ცისფერი ვინტაჟური „იაგუარი“ წყვილს ქორწილზე ბრუკლინის მამამ, დევიდ ბექჰემმა აჩუქა. მისი ღირებულება 500 000 დოლარს შეადგენს.
ფოტო/ვიდეო: „ისე ვიქცევით, როგორც ხანდაზმული წყვილი“ – სტუმრად პელტცი-ბრუკლინის საძინებელ ოთახში