„საუკუნის ქორწილმა“, რომელშიც 4 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაიხარჯა, დიდი ფურორით ჩაიარა. ახლა მილიარდერ წყვილს, ნიკოლა პელტცსა და ბრუკლინ ბექჰემს თაფლობის თვე აქვთ, თუმცა ამ პერიოდს ისინი სრულიად ჩვეულებრივად ატარებენ. ამჟამად ისინი ნიუ-იორკის სასტუმროში ცხოვრობენ და საღამოობით ბევრს სეირნობენ. ბექჰემების უფროსი ვაჟი მეუღლესთან მთელ დღეს ატარებს.
ფოტო/ვიდეო: „ისე ვიქცევით, როგორც ხანდაზმული წყვილი“ – სტუმრად პელტცი-ბრუკლინის საძინებელ ოთახში
წყვილი „ინსტაგრამზე“ აქტიურია და ფოტოებს ხშირად ავრცელებს. მათი დილა სასიყვარულო კოცნით იწყება და საღამოს, ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობით სრულდება.
„ეს ნამდვილი სიყვარულია“, „როგორი უბრალოები არიან“, – წერენ ინტერნეტსივრცეში.
ფოტო: „უკვე ორსულადაა?“ – ნიკოლა პელტცი „მეტ გალაზე“ „ვალენტინოს“ პიკანტურ კაბაში გამოჩნდა
ფოტო: „როდესაც მილიარდერი ცოლი გყავს“ – ნიკოლა პელტცი „ვალენტინოს“ფირუზისფერ ულამაზეს კაბაში