LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სენატორი რიში: გვარამიას პატიმრობა პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით შეეფარდა

100
ჯიმ რიში

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი, სენატორი ჯიმ რიში „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს რომ, ის პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს.

„ნიკა გვარამიას, ქართული მედიასაშუალების – „მთავარი არხის“ დირექტორს, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პოლიტიკური ოპოზიციის გაჩუმება საქართველოს ძალიან შემაშფოთებელი მიმართულებით წაიყვანს. კანონის უზენაესობა და თავისუფალი პრესა აუცილებელია დემოკრატიისთვის.“– წერს ამერიკელი სენატორი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 16 მაისს, „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, ასევე მასთან ერთად ბრალდებული კახაბერ დამენია სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი.

ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.

ევროპარლამენტარი გვარამიას დაკავებაზე: ნიშნავს, თუ არა ეს ივანიშვილის საბოტაჟს საქართველოს EU-ს წევრობაზე?

კარლ ჰარცელი ნიკა გვარამიას დაკავებაზე: სასამართლომ ეს განაჩენი გამოიტანა ევროკავშირის მიერ არაერთხელ გამოთქმული მოწოდებების ფონზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g