ედ შირანი 2017 წლის ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი მუსიკოსია. სწორედ ამ მიზეზით ის ბრიტანული იმპერიის საპატიო ორდენის მფლობელი გახდა. ჯილდო მას პრინცმა ჩარლზმა გადასცა.
მიღებული ჯილდოს შემდეგ, შირანმა პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილში გამოსვლის სურვილიც გამოთქვა.
„სხვა ადამიანებთან შედარებით, ბევრი ტალანტი არ მაქვს. სიმართლე რომ ვთქვა, ნიჭი – წარმატების მხოლოდ 30%-ია, დანარჩენი – თავდაჯერებულობა და მიზანდასახულობაა“ – განაცხადა შირანმა.