კრიშტიანო რონალდოს მეგობარი გოგო, ჯორჯინა როდრიგესი და უმცროსი ქალიშვილი, ალანა მარტინა, რომელიც ქვეყანას 12 ნოემბერს მოევლინა, ესპანური გამოცემა iHOLA!-ს მთავარი პერსონაჟები გახდნენ. 22 წლის მოდელმა, რომელმაც ჟურნალისთვის მშობიარობიდან რამდენიმე დღეში იპოზიორა, დედობაზე, საყვარელ მამაკაცსა და მასთან ურთიერთობებზე ისაუბრა.
ჯორჯინამ აღიარა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ვერ ჩამოყალიბდა, რა უნდა დაერქმია ქალიშვილისთვის. საბოლოოდ, ალანა რონალდოს, ხოლო მარტინა თავად მისი არჩევანი იყო.
მისივე თქმით, ისინი ახერხებენ რომანტიკის შენარჩუნებას. ფეხბურთის ვარსკვლავთან რომანს ის „ძალიან ლამაზს“ უწოდებს.
შეგახსენებთ, რომ ჯორჯინა და კრიშტიანო ერთად ერთი წელია არიან: პირველად ამ ურთიერთობის შესახებ ცნობილი 2016 წლის დეკემბერში გახდა. არაოფიციალური ინფორმაციით, მომავალ წელს ისინი ქორწილის გადახდას გეგმავენ.