LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შუა დაკვრის დროს მიხვდი, რომ აღარ მყავს“ – დათო ევგენიძე

600
evgenidzeee

მუსიკოსი დათო ევგენიძე დედის გარდაცვალებას იხსენებს. როგორც ის გადაცემაში „სხვა კითხვები“ ამბობს, დედა კონცერტის დროს გარდაიცვალა და მან ეს იგრძნო.

„დედა უკვე ავად არის, მაგრამ ვუმალავდი მის დაავადებას, დედაც კვერს მიკრავდა, ვითომ სჯეროდა. ისეთი ქალი იყო, არ არსებობს არ სცოდნოდა. სიმსივნე ჰქონდა და მე ვეუბნებოდი, რომ ნაღვლის ბუშტი გახვრიტა კენჭმა. თურქეთშიც მყავდა, პარიზშიც, მაგრამ გადარჩენა არ არსებობდა, დაგვიანებული იყო. უკვე ლოგინად იყო, რომ დამირეკეს, ბაქოში უნდა ჩავიდე 2 დღით კონცერტზე ერთ კვირაში, არც მიფიქრია, რომ წავიდე. ეს ამბად გაიგო, მეორე დღეს ვუყურებ ჩვეულებრივი დედაჩემი, (სულ გამოწყობილი დადიოდა, სახლის ტანსაცმელი არ ჰქონდა), სიგარეტით და ყავით ჩემს ოთახში შემოვიდა, გავოგნდი. ეს ერთი კვირა ჩვეულებრივ გააგრძელა ცხოვრება, არც ლოგინში იწვა, სიგარეტს ეწეოდა, ლაპარაკობდა. სულ 2 დღით უნდა წავსულიყავი, გამაფრინა, დამემშვიდობა ჩვეულებრივად, ჩავფრინდი, ვუკრავდი ბენდთან ერთად, შუა დაკვრის დროს მიხვდი, რომ დედა აღარ მყავს, გავაჩერე დაკვრა, ჩავედი ჩემს ცოლთან და დედა აღარ მყავს-მეთქი, ვერ დამიმალა. ავედი სცენაზე, ყველა დედას ეძღვნება მეთქი, თვალი დავხუჭე და რაღაც დავუკარი. არც ერთი შავი ნოტი აღებული არ მაქვს იმ ნაწარმოები, ეს არის დედისთვის მიძღვნილი“ – ამბობს ევგენიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g