LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

People-მა წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი გამოავლინა

72

People-მა წლის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად გვენ სტეფანის ბოიფრენდი ბლეიკ შელტონი დაასახელა. შემსრულებელს საამაყო მიზეზი ნამდვილად აქვს – მისი მეორე ნახევარი ყველაზე სასურველ მამაკაცად აღიარეს. 41 წლის მუსიკოსს საპატიო წოდება თავად ჟურნალის მკითხველებმა მიანიჭეს და ტრადიციის მიხედვით ნოემბრის ნომერს სწორედ მისი ფოტო დაამშვენებს. შელტონი ახალმა წოდებამ ძალიან გაახარა და ერთი სული აქვს, რომ ჟურნალის ნომერი თავის მეგობარსა და კოლეგას ადამ ლევინს აჩვენოს. ლევინმა იგივე წოდება 2013 წელს მიიღო და როგორც ჩანს, მაშინ ამით ბევრიც იტრაბახა. რაც შეეხება წინა წლების ყველაზე სექსუალურებს, სიაში დუეინ ჯონსონი, დევიდ ბექჰემი, ჩენინგ ტატუმი, ბრედლი კუპერი და სხვები არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები