“სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი თეონა ჭალიძე, ყოფილი დეპუტატის ილია ჯიშკარიანის საქმეს ეხმაურება.
ჭალიძის თქმით, მის ადგილას რომელიმე ოპოზიციონერი დეპუტატი რომ ყოფილიყო, სასამართლოს მხრიდან რადიკალურად საპირისპირო შედეგი დადგებოდა.
თეონა ჭალიძეს აზრითვე, საქმე ორმაგ სტანდარტს ატარებს.
,,საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, სექსუალურ დანაშაულში ბრალდებული ილია ჯიშკარიანი თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. მის ადგილზე რომელიმე ოპოზიციონერი რომ ყოფილიყო მყისიერად დადგებოდა საპირისპირო შედეგი და ბრალდებული დამნაშავედ გამოცხადდებოდა. ასეთ დროს მოსამართლისთვის საკმარისი იქნებოდა საქმეში არსებული მტკიცებულებები. სამწუხაროა, რომ სწორედ პოლიტიკური ნიშნით იქნა უდანაშაულოდ ცნობილი ილია ჯიშკარიანი და ორმაგი სტანდარტი აქაც სახეზეა. მხარდაჭერას ვუცხადებ თამთა თოდაძეს და იმედი მაქვს ის იბრძოლებს ბოლომდე თავის სიმართლის დასამტკიცებლად.
რაც შეეხება ჯიშკარიანის კომენტარს, სადაც ის ღმერთს მადლობას უხდის ამ განსაცდელისთვის და თან დასძენს რომ ეს ყველაფერი მისი პოლიტიკიდან ჩამოშორების მიზანს ემსახურებოდა არის ძალიან სასაცილო.
საზოგადოებას კი აქვე გავახსენებ, რომ ილია ჯიშკარიანი პირადად მონაწილეობდა საჯარო სამსახურიდან ადამიანის იძულებით, მუქარით განთავისუფლების ,,სპეცოპერაციაში“ და აღნიშნულთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება ჯერაც არ დასრულებულა”, – განაცხადა თეონა ჭალიძემ.