ჯიჯი ჰადიდი ლონდონის წვეულებაზე ულამაზესი ყვითელი კაბით მივიდა. 22 წლის მოდელმა ზუსტად იცის, თუ როგორ უნდა მიიქციოს საზოგადოების ყურადღება და ამას ძალიან ხშირადაც აკეთებს. ლონდონში კოსმეტიკის ახალი ხაზის – Gigi Hadid x Maybelline-ის პრეზენტაცია გაიმართა და ჯიჯი საღამოზე ნამდვილად ბრწყინავდა. მოდელმა არჩევანი Ralph Lauren-ის შემოდგომის კოლექციაზე შეაჩერა, მას ყვითელი ფერის კაბა და იმავე შეფერილობის მოსაცმელი ეცვა. ოქროსფერი ფეხსაცმელი კი ლუქს დასრულებულ სახეს აძლევდა. რაც შეეხება ჰადიდის კოსმეტიკურ ხაზს, ის ბაზარზე გამოსლვისთანავე პოპულარული გახდა და პირველი პარტია რამდენიმე საათში გაიყიდა.