Adidas-მა ახალი ბოტასი ოკეანეში შეგროვილი ნარჩენებისგან დაამზადა. სპორტული სამოსის ბრენდმა გადაწყვიტა, რომ ოკეანეების დასუფთავებაში საკუთარი წვლილი შეეტანა და ახალი კოლექცია ორგანიზაცია „Parley For The Oceans”-თან თანამშრომლობით შექმნა. აღნიშნული ორგანიზაცია სწორედ ოკეანეების დასუფთავებითაა დაკავებული.
გამოცემა „Le Figaro”-ს ინფორმაციით, ყოველწლიურად ოკეანეში 6,5-8 მილიონი ტონა ნარჩენი ხვდება. ადიდასმაც უნიკალური ბოტასის შექმნით საზოგადოებას ეს პრობლემა კიდევ ერთხელ შეახსენა.
ახალი პროდუქტი EQT Support უკვე დახლებზეც გამოჩნდა და მისი ღირებულება 160 ევროა.