LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნულმა ბანკმა 10 მლნ დოლარი ბაზრიდან უკან ამოიღო, არ ვხუმრობ, ჩათვალეს, რომ 2.84 ის მიჯნაა, რის ქვევითაც ლარი არ უნდა გამყარდეს – ოთო აბესაძე

311
ipiccy_image

„ეროვნულმა ბანკმა 24 მაისის ვაჭრობის შედეგად 10 მლნ დოლარი შეისყიდა, ანუ ბაზრიდან უკან ამოიღო, არ ვხუმრობ. მარტივად რომ ავხსნა ახლა, როდესაც ლარის გამყარების ტენდენცია მიდის და პირიქით უნდა “ჩაასხა” დოლარი, რომ უფრო მეტად გაამყარო ლარი და დაიჭირო ერთგვარი სტაბილური კურსი მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში მაინც, ამის პარალელურად ბაზრიდან დოლარი გაიტანეს“, – ასე ეხმაურება ეკონომისტი ოთო აბესაძე ეროვნული ბანკის გუშინდელ გადაწყვეტილებას. ქვეყნის მთავარმა ბანკმა 2022 წლის 24 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.8689  შეადგინა.

როგორც ოთო აბესაძე განმარტავს, ბოლოს ეროვნულმა ბანკმა ბაზრიდან დოლარი 2019 წლის ზაფხულში ამოიღო. „ჩათვალეს, რომ 2.84 ის მიჯნაა, რის ქვევითაც ლარი არ უნდა გამყარდეს. გაინტერესებდათ როდიდან დაიწყებდა ლარი გაუფასურებას?

  1. ეროვნულმა დოლარი ამოიღო;

  2. მსხვილი იმპორტიორები მესამე კვარტალიდან დაიწყებენ რეზერვების შევსებას და დოლარს გაიტანენ ბაზრიდან;

  3. ლარის გაუფასურება დაიწყება ივნისის დასაწყისიდან .

P.S. არა რის იმ მოცულობის ტურისტი და მონეტარული ბრუნვა ქვეყანაში, რომ 10 მილიონი დოლარის ამოღებას და იმპორტიორთა წნეხს გაუძლოს“, – ამბობს ეკონომისტი ოთო აბესაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g