LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესთეტიკურ მედიცინის ცენტრ „ლოტუსს“ სიახლე აქვს

133

ლოტუსში, ინოვაციური, თანამედროვე ულტრაბგერითი აპარატი ლიპოსონიკია წარმოდგენილი. პროცედურით სარგებლობა შეუძლიათ პაციენტებს, ვისაც ზედმეტი ცხიმის პრობლემა აწუხებს. ერთ პროცედურაში შესაძლებელია 2-იდან 3 სანტიმეტრამდე ცხიმის მოშორება გარშემოწერილობაში.

როგორც „ფორტუნა პლუსთან“ საუბარში ლოტუსის პიარ მენეჯერმა, ანნა იმედაშვილმა აღნიშნა, არ ხდება ზედაპირული კანის დაზიანება და არც ძვალთან შეხება, აპარატი  მუშაობს კონკრეტულად ლოკალურ დეპონირებულ ცხიმზე.

 

მუცლის ზონიდან ცხიმების მოცილების ფასი 400 ლარია, გალიფე – 450, გვერდების (წელი)-250, მკლავები – 250 ლარი.

ამას გარდა ლოტუს გარდენი გთავაზობთ ულთერაპიას, რომელიც აპარატული კოსმეტოლოგიის აღმოჩენად ითვლება. აღნიშნული პროცედურა გულისხმობს ქირურგიული ჩარევის გარეშე სახის, ყელის და დეკოლტეს გაახალგაზრდავებასა და ლიფტინგს. ამისთვის მხოლოდ ერთი პროცედურაა საკმარისი. ეფექტი კი 3-5 წლამდე ნარჩუნდება. პროცედურის ჩატარება შესაძლებელია სახის ცალკეულ პრობლემურ ზონებზეც, რომლის ფასები 200-იდან 1500 ლარამდე მერყეობს.

შეგახსენებთ, რომ ლოტუსს გარდენში ასევე წარმოდგენილია ბრიტანული ბრენდ Delfy-ის სტენდი. აქ განთავსებული კოსმეტიკა ძირითადად ნატურალურ ნედლეულზეა დამზადებული და აქვს ბევრი ნოვატორული პროდუქცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები