LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლორენა ზოიძე: „სადმე რომ მივდივართ, მე უცებ ვემზადები, მერე ვდგავარ და ორი საათი ჩემს ქმარს ველოდები…“

803
ლორენა

მოდელი ლორენა ზოიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ოჯახური ცხოვრების შესახებ საუბრობს. მან და გივი ტაბაღუამ აქამდე ხელის მოწერა მოახერხეს, თუმცა ერთ თვეში ქორწილსაც გამართავენ, რომელიც პანდემიის გამო გადაიდო. წყვილი შვილს ელოდება. ახლახან ისინი პარიზიდან დაბრუნდნენ, თუმცა საქორწილო მოგზაურობას კუნძულზე აპირებენ.

ლორენა აღნიშნავს, რომ თავად მეუღლეზე ბევრად მარტივად ემზადება სახლიდან გასასვლელად:

„რაც შეეხება იმას, რომ გოგონები ბიჭებს ღლიან შოპინგის დროს, ჩვენთან ყველაფერი პირიქითაა: ჩემს ქმარს ყოველთვის მე ველოდები შოპინგის დროსაც და სახლიდან გამოსვლისასაც. სადმე რომ მივდივართ, მე უცებ ვემზადები და მერე ვდგავარ და ორი საათი მას ველოდები. გოგონებმა რომ იციან ტანსაცმლის ათასჯერ გამოცვლა, ასე იცვლის და ამ ამბავში როლები გვაქვს გაცვლილი, რის გამოც ხშირად ვჩხუბობთ (იცინის)“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g