ნინო ორდენიძე ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბრისას ამბობს, რომ საქართველოში ე.წ. ქურდების ინსტიტუტი დაბრუნდა:
„ხდება ხოლმე ასე – ვიღაცამ ვიღაც დაჭრა, მაგრამ არ იჭერენ, რადგან ვიღაცის ძმისშვილია, ბიძაშვილი ან ნაცნობი. ამაზე სამწუხარო ამბები მახსენდება ბნელი 90-იანი წლებიდან. ბევრ ჩემს მეგობარს, როცა რაღაც ცუდი შეემთხვეოდა, – ამბობდნენ, ბავშვი ცოდოა, ბავშვი არ დავღუპოთ, ციხეში არ უნდა ჩაჯდეს, გადამალონ, უნდა გაუშვან „პაბეგში“. ისეთ საშინელ დროში ვცხოვრობდით, „პაბეგნში“ თუ არ იყო ბიჭი ნამყოფი, ცოტა უხერხულიც კი იყო. მერე ეს ყველაფერი გადალაგდა, შეიცვალა… მაშინ თუ იყო ვინმე მოკრიმინალო, ძველი ბიჭი, სიტყვა ეთქმოდა, ქურდებიც კიდევ ცალკე იყვნენ – ქურდს შეეძლო, ყველაფერი გადაეწყვიტა. მანქანას მოიპარავდნენ, ქურდთან უნდა მისულიყავი, სახელებიც ვიცოდით და უბნებიც. ძალიან ვღელავ, რადგან ვატყობ, რომ ასეთი დრო ნელ-ნელა ბრუნდება. ძალიან ბევრი შემთხვევაა. ხორავას საქმე გავიხსენოთ – თავიდან იქაც იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა ხელს აფარებდნენ ვიღაცებს, ბავშვი არ დაიღუპოსო. ეს ყველაფერი რაღაცნაირად ბრუნდება. სკოლებშიც ბრუნდება… ეს საზოგადოებას პრობლემაც არის, ოჯახებისაც და მთავრობისაც, ეს არის მთავრობა, რომელიც კრიმინალებთან გარიგებით მოვიდნენ…“