LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღმერთს მარტო ჯანმრთელობას ვთხოვ, გულს და სულს ჩავდებ ყველაფერში, მარტო ჯანმრთელობა მინდა“ – 28 წლის ხატია ქირია, რომელსაც საზოგადოების დახმარება სჭირდება

1056
qiria

28 წლის ხატია ქირიას საზოგადოების დახმარება სჭირდება.

მას მკერდის ინვაზიური სადინროვანი კარცინომა დაუდგინდა და სასწრაფო ოპერაცია/მკურნალობა სჭირდება თურქეთში.

საკუთარ ემოციურ მდგომარეობაზე ხატიას „სხვა ნანუკას“ ეთერში ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ღმერთს მხოლოდ ჯანმრთელობას სთხოვს.

„ყველა ადამიანი ფიქრობს ხოლმე, რომ მე ეს არ დამემართება.

არც მე მეგონა, რომ ეს დამემართებოდა…

როცა გავიგე ეს ამბავი მართლა გავშეშდი.

მარტო ვიყავი, არავის დანახვა არ მინდოდა, ღმერთს მივმართე, მე ხომ მარტო ჯანმრთელობას გთხოვთქო.

ყოველთვის მაგას ვთხოვ ღმერთს, რომ მხოლოდ ჯანმრთელობა მომცეს, გულს და სულს ჩავდებ ყველაფერში, მარტო ჯანმრთელობა მინდა, მერე უკვე ადამიანზეა დამოკიდებული ყველაფერი…

ეს არ არის ცუდი ცხოვრება, ეს არის უბრალოდ ცუდი პერიოდი და გამოწვევა, რომელსაც აუცილებლად დავამარცხებ.

ვიცი, რომ ძალიან დაგღალეთ და ძალიან მეუხერხულება უკვე ყველასი და აი ახლაც კიდე ვიღაც რომ უნდა შევაწუხო,“ – აღნიშნა ხატია ქირიამ.

პაციენტის (ხატიას) საბანკო ანგარიშები:

საქართველოს ბანკის ანგარიში:

#GE74BG0000000100830590

თიბისი ბანკის ანგარიში

#GE51TB7206845061100004

ჟურნალისტი ხატია ქირია, რომელსაც მძიმე დიაგნოზის გამო, თურქეთში მკურნალობა სჭირდება, საზოგადოებას მიმართავს: „ვისაც ვიცნობ და არ ვიცნობ, ვიღებ მორალურ და მატერიალურ დახმარებას…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები