LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟურნალისტი ხატია ქირია, რომელსაც მძიმე დიაგნოზის გამო, თურქეთში მკურნალობა სჭირდება, საზოგადოებას მიმართავს: „ვისაც ვიცნობ და არ ვიცნობ, ვიღებ მორალურ და მატერიალურ დახმარებას…“

903
xatia

28 წლის ჟურნალისტს, ხატია ქირიას მკერდის ინვაზიური სადინროვანი კარცინომა დაუდგინდა. მისი სასწრაფოდ თურქეთში გადაყვანაა საჭიროა. საზოგადოება კი უკვე აგროვებს მისთვის საჭირო თანხას.

ჟურნალისტმა ახლახან გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც დახმარების მსურველებისადმი მადლიერებას გამოხატავს:

„მეგობრებო! მთელი დღეა, იმდენ მხარდასაჭერ წერილს, ზარებს და ჩემი ამბის გულწრფელად გაზიარებას ვისმენ, რომ არც კი ვიცი, რა გითხრათ. აბსოლუტურად ყველა, ვისგანაც ველოდი და არ ველოდი, ვისაც ვიცნობ და არ ვიცნობ, ვიღებ მორალურ და მატერიალურ თანადგომას. საერთოდ, არც კი ვიცი, ეს სიკეთე როგორ დავუბრუნო თითოეულ თქვენგანს. ძალიან ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის და ვინც მეგობრებში არ მყავს და შეიძლება, ვერ წაიკითხოს ეს პოსტი, მინდა, რომ ყველამ გაიგოს, მივიდეს მათ ყურამდე ჩემი უდიდესი მადლიერება.

დიდი მადლობა კიდევ ერთხელ!

სიტყვები მართლაც რომ ზედმეტია…“

პაციენტის (ხატიას) საბანკო ანგარიშები:

საქართველოს ბანკის ანგარიში:

#GE74BG0000000100830590

თიბისი ბანკის ანგარიში

#GE51TB7206845061100004

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები