LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში იძულებით გადაყვანილ უკრაინელებს შორის 200 000 ბავშვია: ზელენსკი

58
Untitled design

იმ უკრაინელებს შორის, რომლებიც მიმდინარე ომის პერიოდში უკრაინიდან რუსეთში იძულებით გადაიყვანეს – 200 000 ბავშვია.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. 

პრეზიდენტის თქმით, იძულებით გაყვანილი ბავშვებიდან ნაწილი ბავშვთა სახლებიდან წაიყვანეს, ნაწილი მშობლებთან ერთად, ნაწილი კი ოჯახებისგან დამოუკიდებლად, მარტო გაიყვანეს ქვეყნიდან.

“ამ კრიმინალური პოლიტიკის მიზანია არა მხოლოდ ხალხის მოტაცება, არამედ ის, რომ დეპორტირებულ პირებს დაავიწყდეთ უკრაინა და ვეღარ დაბრუნდნენ სახლში”, – განაცხადა ზელენსკიმ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ვიდეომიმართვაში.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინა დასჯის დამნაშავეებს, მაგრამ, პირველ რიგში, ის ბრძოლის ველზე რუსეთს დაანახვებს, რომ უკრაინის დაპყრობა შეუძლებელია, რომ უკრაინელი ხალხი არ დანებდება და მათი შვილები არ გახდებიან ოკუპანტების საკუთრება.

ზელენსკის თქმითვე, ომის დაწყებიდან დღიდან უკრაინაში სულ მცირე 243 ბავშვი დაიღუპა.

“დაიჭრა 446, 139 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება” – განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ  შესაძლოა, ეს რიცხვი უფრო მეტი იყოს, რადგან უკრაინის მთავრობას არ აქვს სრული ინფორმაცია, თუ რა ვითარებაა რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებულ რაიონებში.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

magti 5g