გარეთ ბეილი ბრიტანეთის იმპერიის ორდენით დააჯილდოვეს.
„რეალის“ აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი იმ ადამიანების სიაში მოხვდა, რომელსაც დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ II თავის დაბადების დღეზე აჯილდოვებს.
გარეთმა კავალერის ხარისხის ორდენი მიიღო ფეხბურთის წინაშე დამსახურებებისა და ქველმოქმედების გამო.
კორონავირუსის პანდემიის დროს ფეხბურთელმა 500 ათასი ფუნტი მისცა უელსის ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურს.
გარდა ამისა, ბეილმა და მისმა ცოლმა 500 ათასი ევრო გადაურიცხეს ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს.
ბრიტანეთის იმპერიის ორდენს აძლევენ ჯეიმს მილნერსაც.
„ლივერპულის“ ნახევარმცველმაც კავალერის ხარისხი მიიღო ფეხბურთში დამსახურებებისა და ქველმოქმედებისთვის.
36 წლის ფეხბურთელმა დიდ ბრიტანეთში ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი ცხოვრების ხელშემწყობი საქველმოქმედო ფონდი დააფუძნა.