LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთის რებრენდინგი: ქვეყანა Turkey-ის ნაცვლად, Türkiye-ს სახელით იქნება ცნობილი

189
erdogani

გაერო ოფიციალური ანკარის მოთხოვნას დათანხმდა და ქვეყანა საერთაშორისო ორგანიზაციაში ამიერიდან ინგლისურენოვანი Turkey-ის ნაცვლად Türkiye-ს (თურქიე) სახელით იქნება ცნობილი. ინფორმაცის BBC-ი აქვეყნებს.

როგორც მედია წერს, რებრენდინგის კამპანია თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გასული წლის ბოლოს წამოიწყო.

გაერო აცხადებს, რომ მან დასახელებაზე ცვლილება ამ კვირაში განახორციელა, როგორც კი აღნიშნული მოთხოვნა ანკარისგან მიიღო.

“Türkiye არის თურქი ხალხის კულტურის, ცივილიზაციისა და ღირებულებების საუკეთესო რეპრეზენტაცია და გამოხატულება”, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დეკემბერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g