LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოთხოვნები უცვლელია – პროფკავშირები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებთან ერთად, აქციას მართავენ

81
სასწრაფოს ექიმები

პროფკავშირები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებთან ერთად, აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციულ შენობასთან შეიკრიბნენ და მსვლელობას  ჯანდაცვის სამინისტროსკენ მართავენ.

მათი მოთხოვნები უცვლელია – მინისტრთან შეხვედრა, ხელფასების ზრდა და ნორმალური სამუშაო პირობები.

ცნობისთვის, ასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრთან თანამშრომლებმა აქცია გასულ თვეშიც გამართეს – ექიმები, ექთნები და მძღოლები ხელფასების მატებას და ღირსეულ სამუშაო პირობებს ითხოვენ.

თანამშრომლების ანაზღაურება 1200 ლარიდან 2000 ლარამდე მერყეობს – სასწრაფო დახმარების ცენტრი თანამშრომელთა მოთხოვნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g