LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ევროპული გზის მხარდასაჭერად მნიშვნელოვანი ნაბიჯია მიზნობრივი სანქციების დაწესება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე – მირიამ ლექსმანი

172
leksmani

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი საქართველოს ევროპული გზის მხარდასაჭერად მნიშვნელოვან ნაბიჯად ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას მიიჩნევს. ამის შესახებ მან ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, სადაც „საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევის“ საკითხზე დებატები გაიმართა.

„მჯერა, რომ საქართველოს ევროპული გზის მხარდასაჭერად მნიშვნელოვანი ნაბიჯია მიზნობრივი სანქციების დაწესება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე, გამომდინარე მისი დესტრუქციული როლიდან ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაზე. დასასრულს, ნება მომეცით გავიმეორო, როგორც ქართველი ხალხის მეგობარმა, რომ ჩვენ მშვიდად არ ვუყურებთ როგორ სუსტდება მედია თავისუფლება საქართველოში და როგორ მიდის დემოკრატია უკან, ეს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ“,- განაცხადა მირიამ ლექსმანმა.

კრიტიკული განცხადებები, რომლებიც ევროპარლამენტარებმა დღეს საქართველოში მედიის თავისუფლებაზე გააკეთეს – რა მოვისმინეთ ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ჩვენზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g