LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორც ჩანს მელია პოლიტიკურ არდადეგებზე ჰყავდათ…ერთი ცრუპენტელა ფორმალური თავმჯდომარეა: ალუდა ღუდუშაური

99
4 (1)

გამოჩნდა მელია? მოკითხვა გადაეცით. როგორც ჩანს, პოლიტიკურ არდადეგებზე ჰყავდათ გაშვებული და გამოაჩინეს. ფორმალური თავმჯდომარე საჭიროა, ხანდახან ალბათ, განცხადების გაკეთებასაც აიძულებენ, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური ჟურნალისტებთან ნიკა მელიას მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის დაანონსებას.

ღუდუშაურის განცხადებით “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ქვეყნის საბოტაჟსა და დესტრუქციას ეწევიან.

“ამ ქვეყანაში აღარავის ახსოვს ვინ არის მელია, რომ არა ხანდახან მისი გაკეთებული განცხადებები” – აცხადებს ღუდუშაური

ღუდუშაური აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მალე ერთი კაცის პარტია გახდება. ამასთან, მისი მტკიცებით, მაქსიმალური რაც შეუძლია “ნაციონალურ მოძრაობას” ესაა შეკრიბონ ამომრჩეველი ოფისში. “მეტი რესურსი მათ არ აქვთ”

“ნიკა მელიამ რა ვადა უნდა დააწესოს, განულებულია, პარტიაშიც არავინ არაფერს ეკითხება, მისი სიტყვა არ გაიშვას არსად, ერთი ცრუპენტელა ფორმალური თავმჯდომარეა რადიკალური ოპოზიციური პარტიის,“ – განაცხადა ღუდუშაურმა.

“გადაეცით ყველას, კარგად გააცნობიერონ, ქართველ ხალხს აქვს ძალიან დიდი მოთმინება, მაგრამ როცა მიგითითებს პოლიტიკიდან წასვლაზე, როგორც 2012 წელს მიუთითეს და მას შემდეგ მათ აქციებზე არ უნახავს არავის ვიწროპარტიული აქტივის გარდა ვინმე, შეეგუონ რეალობას და გააცნობიერონ, რომ ოპოზიციაში ყოფნა არის, მათ შორის, პასუხისმგებლობა. თუ ამას ვერ გააცნობიერებენ, მათ ოფისშიც ისევე ჩაქრება შუქი, როგორც „ევროპული საქართველოს“ ოფისში, ერთი კაცის პარტიად რომ გადაიქცა. ასეთი მომავალი აქვს „ნაცმოძრაობას“. ეს ძალიან მალე იქნება და იქაც არ იქნება მელიასთვის ადგილი.” – აცხადებს ღუდუშაური

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g