უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას განცხადებით, უკრაინის არმიაში 37 000 ქალია, რომელთაგან 1 000-ზე მეტი მეთაური გახდა. ამის შესახებ პირველმა ლედიმ ბრიუსელში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინელი ექიმებისა და მეწარმეების დიდ რაოდენობასაც ქალები წარმოადგენენ.
„ჩვენი ექიმების უმეტესობა ქალია, ისევე როგორც ჩვენი მეწარმეების, რომლებიც ომის დროს, ეკონომიკის მხარდასაჭერად მუშაობენ”, – განაცხადა ზელენსკამ.
