LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს არის ქრესტომათიული ნიმუში, როგორ არ უნდა დასვათ შეკითხვა” – იაგო კაჭკაჭიშვილი ხსნის, რატომ არღვევს “გორბის” კვლევა სტანდარტს

230
იაგოოოო

ეს არის ქრესტომათიული ნიმუში, როგორ არ უნდა დასვათ შეკითხვა კვლევაში – ასე აფასებს სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი ტელეკომპანია “იმედის” დაკვეთით “გორბის” მიერ ჩატარებულ კვლევას.

“თუ დასავლეთი მოსთხოვს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას, როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია”?

მივმართავ სტუდენტებს და ყველა მათ, ვისთვისაც ტრენინგები ჩამიტარებია კვლევის მეთოდებში: ეს არის ქრესტომათიული ნიმუში, როგორ არ უნდა დასვათ შეკითხვა კვლევაში.

ასეთი ფორმულირებით შეკითხვა არღვევს მინიმალურ სტანდარტებსაც კი: ა) არის მიმართულების მიმცემი (ანუ, შესაბამისი პასუხისკენ უბიძგებს რესპონდენტს) და ბ) არის ჰიპოთეტური შეკითხვა, რომელიც წარმოსახვით (ვირტუალურ) სინამდვილეს მიემართება. GORBI – უბრალოდ, გრცხვენოდეთ!”, – წერს კაჭკაჭიშვილი.

ცნობისთვის, გორბის მიერ ჩატარებულ კვლევაში, კითხვა შემდეგნაირად იყო ფორმულირებული: თუ დასავლეთი მოსთხოვს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმას, როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია?. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 83,6% აცხადებს, რომ საქართველო არ უნდა ჩაებას ომში; 11,5% მიიჩნევს, რომ საქართველო ომში უნდა ჩაებას; 4,9% კი ამბობს, რომ არ იცის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g