LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოსა და ისრაელს შორის, შესაძლოა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმდეს

89
untitled-design

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის რიგით მე-12 მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ ისრაელის სავაჭრო წარმომადგენელთან, ოჰად კოენთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.

მხარეებმა საქართველო-ისრაელს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და მათი შემდგომი ხელშეწყობის შესაძლებლობები განიხილეს.

ასევე ყურადღება გამახვილდა მოლაპარაკებების დაწყების პერსპექტივაზე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესახებ. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, გენადი არველაძემ აქცენტი საქართველოსა და ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესახებ მიზანშეწონილობის კვლევაზე გააკეთა, რომელიც 2020 წელს დასრულდა. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g