კომპანიამ Dacia, რომელიც კონცერნი Renault-ის შემადგენლობაშია, პერსონალის ნებაყოფლობით გათავისუფლების პროგრამა დაიწყო. დასაწყისისთვის საუბარი რუმინულ ქარხანაზეა. მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი შემცირებები არ არის, თანამშრომლებს სთავაზობენ, რომ შეუთანხმდნენ ავტომწარმოებელს თავისი სურვილით და საკმაოდ სოლიდური თანხის სანაცვლოდ წავიდნენ. გათავისუფლებისთვის მაქსიმალური თანხა 27 400 დოლარია.
Dacia ავტომობილებს ევროპასა და ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიაზე განთავსებულ რამდენიმე ობიექტზე უშვებს. ამასთან, ნებაყოფლობით გათავისუფლების პროგრამა მხოლოდ რუმინეთში მუშაობს. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ კომპანიისთვის უფრო მომგებიანი მაროკოს ქარხნის მუშაობაა, ევროპულ საწარმოს კი საერთოდ დახურვა ემუქრება. სამსახურის გარეშე 12 855 ადამიანი დარჩება. თავად Dacia-ში კი აცხადებენ, რომ ნებაყოფლობით წასვლის ოფცია ბრენდს ტრადიციული აგრეგატის მქონე ავტომობილების და ელექტროქარების წარმოების განცალკევებაში დაეხმარება.
კომპენსაციის თანხა თანამშრომლის სტაჟზე იქნება დამოკიდებული და მინიმალური ანაზღაურება 3360 დოლარია.