ცნობილი გახდა ჯეი-ზისა და ბიონსეს ტყუპების სახელები. ინსაიდერების ცნობით, პატარებს მშობლების საპატვისაცემო სახელები ჰქვიათ, თუმცა თავად ვარსკვლავებს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებიათ.
ცნობილი ხდება, რომ ბიჭს შონი (ჯეი-ზის ნამდვილი სახელია შონ კარტერი), ხოლო გოგონას ბეა დაარქვეს (ბიონსეს შემოკლებული ვერსია).
შეგახსენებთ, რომ ტყუპები ქვეყანას 12 ივნისს მოევლინენ, თუმცა ჯანმრთელობის მცირე პრობლემების გამო, ისინი ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან. ცნობილი ხდება, რომ პატარები დედასთან ერთად სახლში ამ დღეებში დაბრუნდებიან.