ნანა საჯაია, რომელიც აშშ-ში Fox news-ის ჟურნალისტია, სოციალურ ქსელში წერს, რომ მას უკრაინის ვერხოვნა რადაში უმრავლესობის ლიდერმა და სამშვიდობო მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, დავით არახამიამ ვაზნებისგან აწყობილი სამაჯური აჩუქა.
“არახამია ვაშინგტონში რომ ჩამოვიდა, მომწერა – შენთვის საჩუქარი მაქვსო. მეთქი რა ესაჩუქრება, ან რამ მოაფიქრა.
გუშინ მოვიდა და ულამაზესი შეფუთვიდან ამერიკული გასროლილი ტყვიებისგან ხელნაკეთი ბრასლეტი გამიკეთა მაჯაზე.
სტუდიაში შესვლას წინ მკითხა, უხერხული ხომ არ იქნება წამყვანსაც ვაჩუქოო. ინტერვიუს ბოლოს მასაც აჩუქა და უთხრა – ამერიკულ იარაღს მეორადი გამოყენება მოვუძებნეთო.
ასე გვიკეთია მე და გრიფს 7.62×39 ვაზნებისგან აწყობილი სამაჯური”,- წერს ნანა საჯაია ფეისბუქში.