LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ომის დასრულებისგან შორს ვართ” – უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი

102
ing

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი დასრულებისგან ჯერ შორს არის. 

ალექსეი დანილოვმა ამის შესახებ The Globe and Mail-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინელი ჯარისკაცები წარმოუდგენელი გამძლეობის მაგალითს აჩვენებენ.

“რუსულ ძალებს უპირატესობა აქვთ არტილერიაში და მძიმე ტექნიკაში. ეს ჩვენს მეომრებს არ აშინებს, ვიკავებთ ჩვენს პოზიციებს და დროდადრო კონტრშეტევებს ვახორციელებთ, მაგრამ ომი ჯერ კიდევ გრძელდება და ჩვენ შორს ვართ მისი დასასრულისგან”, – აცხადებს დანილოვი.

მისივე შეფასებით, ფრონტის ხაზზე ვითარება რთული და დაძაბულია.

“მე არ ვარ იმ ბანაკიდან, რომელსაც სჯერა, რომ რუსული არმია სუსტია. მათ აქვთ ძალიან დიდი რესურსი; მათ არ შეუცვლიათ მთლიანი უკრაინის დაპყრობის გეგმა; ისინი ამას არც მალავენ და საჯაროდ აცხადებენ, ყველა ნიღაბი ჩამოიხსნეს”, – თქვა დანილოვმა.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ომის მიმდინარეობის დროს, უკრაინის პრეზიდენტის მოკვლა ხუთჯერ სცადეს, თუმცა დანილოვს დეტალებზე არ უსაუბრია.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში