LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: საქართველოში განხორციელებული ყველა იმ პროვოკაციის ავტორი, რომელიც ხელს აძლევდა რუსეთს, იყო ელენე ხოშტარია

94
bzamochra (2)

ყველა იმ პროვოკაციის ავტორი და სულისჩამდგმელი, რომელიც დღემდე განხორციელდა საქართველოში და ხელს აძლევდა რუსეთს, იყო ელენე ხოშტარია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„როდესაც ყალბი ადამიანი გვეუბნება ჩვენ, რომ ის არის ყველაზე მთავარი ანტირუსი საქართველოში, მისთვის მიუღებელია ყოველივე რუსული და ა.შ. და ამ დროს რუსულ ფულს იღებს და ეს მისთვის აბსოლუტურად მისაღებია, ეს სიყალბე, რა თქმა უნდა, აჩენს ძალიან სერიოზულ ეჭვებს. მით უმეტეს, რომ ყველა იმ პროვოკაციის ავტორი და სულისჩამდგმელი, რომელიც დღემდე განხორციელდა საქართველოში და რომელიც ხელს აძლევდა რუსეთს, იყო ელენე ხოშტარია“, – განაცხადა კობახიძემ.

მდინარაძე: მოვუწოდებთ გაასაჯაროოს რუსეთიდან გადმორიცხვები, თუ უარს იტყვის, გამოძიება დაინტერესდეს.. ხომ არ აქვს ხოშტარიას რუსულ რუბლებს კავშირი დღევანდელ აქციასთანაც

ცნობისთვის, ელენე ხოშტარიამ და გოგი ხოშტარიამ უკვე არაერთხელ განმარტეს, რომ გოგი ხოშტარია მემკვიდრეობით დატოვებული ჰონორარს იღებს რუსეთიდან. გოგი ხოშტარიას თქმით, ის სოლიკო ვირსალაძის მეორე რიგის მემკვიდრეა და დეიდაშვილთან ერთად იღებს ბიძიმისის ჰონორარს.

მამაჩემმა გადაწყვიტა რუსეთის საავტორო ორგანიზაციასთან გაეწყვიტა ურთიერთობები – ელენე ხოშტარიას მორიგი განმარტება “რუსულ ფულზე”

ელენე ხოშტარიას მამა: “ჩემი ქალიშვილი რატომ აგებს პასუხს იმაზე, მე რას ვიღებ?!”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g