LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველა პრორუსი ადამიანი ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლი იყო“ – უკრაინელი ფსიქოლოგი

107
baskov

ცნობილი უკრაინელი ფსიქოლოგი ელენა შერშნევა ხსნის იმ ადამიანების ფსიქოლოგიას, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს რუსეთს უკრაინასთან ომის დროს. ფსიქოლოგი ამჯერად რუსი სელებრითების მაგალითზე საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ ეს ყველას ეხება:

,,ავიღოთ ბასკოვი, გაზმანოვი, ტარზანი, ისინი მძიმე პერიოდში გაიზარდნენ. მათი ოჯახის წევრები პროპაგანდისტები იყვნენ, მამები სხვადასხვა დროს ჯარში მსახურობდნენ, აღზრდის მეთოდი იყო მკაცრი, მათ უმძიმესი სტრესი გამოიარეს. ასეთი ადამიანებისთვის ომი, ფსიქოლოგიური კრიზისის პერიოდია. ამ დროს იღვიძებს მიძინებული კომპლექსები, სტრესი, აგრესია. ამასთან სამივემ არჩია სხვა პროფესია, ეს შორსაა სამხედრო სამსახურისგან და აქაც, თავს იჩენს წარსულის ტრავმები, როცა ოფიცერი მამის გზას გადაუხვიე. ჯამში ყველა პრორუსი წარსულში რაღაც ისტორიას მალავს. ყველა ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლი იყო“ –  ამბობს შერშნევა.

ჩემი არჩევანი მარტივია – მე ვარ რუსეთის და პრეზიდენტის მომხრე: ბასკოვი 

როგორ ბედავთ?! – ოლეგ გაზმანოვს იურმალაში საკუთარ სახლში ჩასვლა აუკრძალეს 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g