რუსი პროპაგანდისტი მომღერალი, ოლეგ გაზმანოვი ლატვიის ხელისუფლებას ემუქრება და ამბობს, რომ სამაგიეროს გადაუხდის. მიზეზი ისაა, რომ მუსიკოსს ქვეყანაში შესვლა აეკრძალა.
„ამიკრძალეს ქვეყანაში ჩასვლა, საკუთარ სახლში ვერ ჩავდივარ, გაყიდვის უფლებას არ მაძლევენ, კომუნალურებს კი მახდევინებენ, როგორ ბედავთ?!“ – წერს მომღერალი.
ლატვიამ პერსონა ნონ გრატად მომღერალი ჯერ კიდევ 2014 წელს გამოაცხადა. ამჯერად კი მას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ყველა ტიპის აქტივობა აეკრძალა.
„რთული პერიოდი მიდგას, მაბულინგებენ“ – გაზმანოვი ტელეფონის ნომერს ცვლის და ფანებს დახმარებას სთხოვს
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა რუსი მომღერლის, ოლეგ გაზმანოვის დაუსწრებლად დაკავების ორდერი გასცა