LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მას ნათქვამი აქვს, რომ თუ საჭიროებამ მოითხოვა, ის დაბრუნდება, დღეს ეს საჭიროება უდგას ქვეყანას.. ის უნდა გახდეს ზემოთ აღნიშნული ჯგუფის მოდერატორი“ – გია ხუხაშვილი კრიზისის გადალახვის რამდენიმე გზას ასახელებს

1058
BeFunky-collage (2)

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი კრიზისის გადალახვის გზებზე საუბრობს და წერს, რომ ახლა კრიზისის გადალახვის ერთ-ერთი გზაა, “ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის” რეფორმების ჯგუფის” შექმნა, რომელსაც ხუხაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი უნდა ჩაუდგეს მოდერატორად.

“კრიზისის გადალახვის საგზაო რუკა:

1. უნდა შეიქმნას “ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის” რეფორმების ჯგუფი”.

2. ჯგუფში უნდა შევიდეს ყველა საპარლამენტო პარტიის წარმომადგენელი და სამოქალაქო სექტორის იმ ნაწილის წარმომადგენელი, რომელიც შესაბამისი ნდობით სარგებლობს ევროკავშირში.

3. ჯგუფმა ერთ თვეში უნდა შეიმუშაოს დროში გაწერილი, ევროკავშირის პირობების შესრულების სამოქმედო გეგმა.

4. აწარმოოს მისი აღსრულების ზედამხედველობა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე.

5. შეიმუშაოს სამართლიანი, კონკურენტული არჩევნების ჩატარებისთვის აუცილებელი პაკეტი და გასცეს რეკომენდაცია რიგგარეშე არჩევნების ჩატარება-არჩატარების აუცილებლობაზე.

ეს ყველაფერი თეორიაა.

როგორ შეიძლება იმის მიღწევა, რომ ეს თეორია ვაქციოთ პრაქტიკად?

ქართულ საზოგადოებაში, მიუხედავად პოლარიზაციისა, არსებობს კონსენსუსი ერთ საკითხზე – რაიმე სერიოზული ცვლილებები დამოკიდებულია ბიძინა ივანიშვილის ნებაზე.

რა აქვს მნიშვნელობა რეალობას. მთავარია, რომ ისტორიამ სწორედ მას დააკისრა ეს პასუხისმგებლობა, რომელსაც ვერსად გაექცევა.

ამიტომ, არც დამალვას აქვს აზრი, რადგან არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც ვრცელდება კონსენსუსი მისი როლის შესახებ, რაც ქვეყანასთან ერთად პირადად მასაც უქმნის სერიოზულ პრობლემებს, რაც კიდევ უფრო დამძიმდება.

მას ნათქვამი აქვს, რომ თუ საჭიროებამ მოითხოვა, ის დაბრუნდება…

დღეს ეს საჭიროება უდგას ქვეყანას და უდგას პირადად მას.

ის უნდა გახდეს ზემოთ აღნიშნული ჯგუფის მოდერატორი. მე პირადად შემიძლია დავადასტურო, რომ ბიძინას აქვს უაღრესად დაპირისპირებული ჯგუფების მონოლოგების დიალოგში და კონსენსუსის ძიების პროცესში ჩართვის უნარი.

ის, რომ ამ მაგიდასთან მიღწეული შეთანხმებები ხელისუფლების დიდ წინააღმდეგობას ვეღარ შეხვდება, ესეც გასაგებია.

ეს არის ერთის მხრივ ქვეყნის სწორ გზაზე დაბრუნების და მეორეს მხრივ, თუნდაც ივანიშვილის ისტორიული და პირდაპირი რეაბილიტაციის შანსი.

იყო დრო, როდესაც ის პატივს მცემდა, ყურადღებით მისმენდა და ჩემი სჯეროდა.
მიუხედავად უდიდესი დისტანციისა, რაც ჩვენს შორის შეიქმნა, ახლაც მზად ვარ მას ამ ისტორიული პროცესის მართვაში დავეხმარო”,- წერს გია ხუხაშვილი.

 

ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი – ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მისცეს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

მიშელი: ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება

ცნობისთვის, აქციის „შინ ევროპისკენ“ ორგანიზატორებმა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ ბრიფინგი გამართეს. სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენელმა შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ მოთხოვნები 24 ივნისს აქციაზე გამოცხადდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g