უკრაინული მედიის ინფორმაციით, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ კიევში ჩასვლას გეგმავს, თუმცა არ აკონკრეტებს თუ როდის განხორციელდება აღნიშნული ვიზიტი.
„ეს ჩემს გეგმებშია, მაგრამ დეტალებს მას შემდეგ გავამჟღავნებ, როდესაც ყველაფერს დავადასტურებთ“, – განაცხადა სანდუმ.
ცნობისთვის, ევროპულმა პარლამენტმა უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი ხმათა უმრავლესობით დაუჭირა.