ყაბაყი საოცარი სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა, რომელსაც ძალიან დიდი ადგილი უნდა დაუთმოთ თქვენს რაციონში. იგი წარმოადგენს ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო მნიშვნელოვანი მიკროელემენტების ნამდვილ საწყობს. იგი შეიცავს რკინას, კალციუმს, კალიუმს, მაგნიუმს, თუთიას, ლითიუმს, ალუმინს, მოლიბდენს და მრავალ სხვა მიკროელემენტს. ასევე, C, B1, B2 ვიტამინებსა და კაროტინს. ყაბაყის ერთ–ერთი ფუნქციაა სისხლის გაწმენდა. ის ორგანიზმიდან გამოდევნის რადიონუკლიდებს. არეგულირებს ქოლესტერინის შემცველობას.

ყაბაყს კარგად და სრულად ითვისებს ადამიანის ორგანიზმი, ამიტომ ის კარგი დიეტური საკვებია. კუჭ-ნაწლავის დაავადებების მქონე ადამიანებისთვის ძალიან სასარგებლოა ყაბაყის პიურე. ყაბაყი გამოირჩევა ჰიპოალერგიული თვისებებით. არ არსებობს 100% გარანტია, რომ ყაბაყი არ გამოიწვევს ალერგიას, თუმცა ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა. ყაბაყი აგრეთვე შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობენ ადამიანს სილამაზის დიდი ხნით შენარჩუნებაში. აუმჯობესებენ კანში სისხლის მიმოქცევას და შესანიშნავად იცავენ ულტრაიისფერი სხივებისგან. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ყაბაყს, შეუძლია ისეთი გავლება მოახდინოს თმაზე, რომ შეწყვიტონ გაჭაღარავება. სახეზე, ნიღბის სახით გამოყენებისას, შედეგი იქნება კანის გათეთრება და გაახალგაზრდავება.

ყაბაყი სასარგებლოა ართრიტით დაავადებულთათვის, რადგან ორგანიზმს მარილებისგან ათავისუფლებს. თუ, თქვენს ორგანიზმში, დაგროვდა შლაკები, აუცილებელია ყოველდღიურად მივიღოთ 200 გრ. ყაბაყი ერთი კვირის განმავლობაში. ის ორგანიზმს ზედმეტი წყლისგან ათავისუფლებს, ამიტომ სასარგებლოა ცელულიტთან მებრძოლი ქალებისთვის. ყაბაყის კალორიულობა ყოველგვარ რეკორდს ხსნის. პროდუქტის 100 გრამში სულ რაღაც 23 კალორიაა. კვებითი ფასეულობის მიხედვით ახლოსაა კიტრთან, ბადრიჯანთან, ჭარხალთან და მწვანე ხახვთან. ამის გამო, ყაბაყი, არაჩვეულებრივი დიეტური პროდუქტია. მისი შემადგენლობის 94% წყალია და პრაქტიკულად არ შეიცავს ცხიმებს. თუ, ფიგურაზე ზრუნავთ, ყაბაყისგან დამზადებული საჭმელი თქვენთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა. მისი მირთმევა პირდაპირ კანიანად შეიძლება. ასეთი საკვები ყველზე სასარგებლო და დაბალკალორიულია.
ყაბაყს, დაბალი კალორიულობის წყალობით, ორგანიზმი ძალიან იოლად ინელებს, ამიტომ, ის, რეკომენდებულია საბავშვო საკვებში გამოსაყენებლად, განტვირთვის დღეებში მისართმევად და ასევე კარგია დიაბეტით ან კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ავადმყოფობებით დაავადებულებისთვის. ყაბაყის მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ იმ ადამიანებმა, ვისაც აქვთ თირკმელების პრობლემები. ყაბაყი ხელს უშლის ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას და ანელებს ადამიანის სახეზე სიბერის ნიშნების გაჩენას.
