LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუკეთესო განწყობის ჰორმონები

104
საუკეთესო განწყობის ჰორმონები

ჰორმონები უჯრედებს შორის ინფორმაციის გადამტანები არიან და მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ადამიანის ყოველდღიურ ფუნქციონირებაში. ისინი არეგულირებენ მეტაბოლიზმს, გავლენას ახდენენ სხეულის ზრდაზე, რეპროდუქციულ სისტემაზე და სხვა სასიცოცხლო კომპონენტებზე. ჰორმონების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია არის გუნება-განწყობილების დარეგულირება.  არსებობს ჰორმონები, რომლებიც გუნება-განწყობილების დაქვეითებას უწყობენ ხელს და არსებობს ჰორმონები, რომელთა საშუალებითაც ბედნიერებას შევიგრძნობთ. ბედნიერების რამდენიმე ჰორმონი არსებობს, მათ შორის არის: დოფამინი, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტვინის წახალისების სისტემაში და დაკავშირებულია სწავლასთან, მეხსიერებასთან, მოტორიკის ფუნქციონირებასთან. სეროტონინი, ჰორმონი, რომელიც გუნება-განწყობილებას, ძილს, მადას, საჭმლის მომნელებელ სისტემას. ოქსიტოცინი, რომელიც ცნობილია, როგორც სიყვარულის ჰორმონი. იგი ხელს უწყობს ნდობის, ემპათიის გამომუშავებას და ურთიერთობებში ახლო კავშირის ჩამოყალიბებას. ენდორფინი ტკივილთან გამკლავების ჰორმონია, რომელსაც ორგანიზმი სტრესის ან დისკომფორტის დროს გამოყოფს. 

ბედნიერების ჰორმონების გამომუშავება სხვადასხვა ბუნებრივი ხერხით არის შესაძლებელი: გაატარეთ დრო გარეთ. იძინეთ სრულფასოვნად. მუსიკის მოსმენა დოფამინის გამომუშავებას უწყობს ხელს. უყურეთ კომედიური ჟანრის ფილმებს. ჯანსაღი სიცილის ნუ მოგერიდებათ. ამიტომ, მეტი დრო გაატარეთ იმ ადამიანთან, ვინც თქვენთვის მნიშვნელოვანია. მიირთვით ის საკვები, რომელიც გემრიელად მიგაჩნიათ, რადგან დოფამინისა და ენდორფინის გამომუშავებას უწყობს ხელს. საყვარელი კერძის საყვარელ ადამიანთან გაზიარება ოქსიტოცინის დონეს გაზრდის.  ასეთ დროს, მნიშვნელოვანია არჩევენი თქვენთვის საყვარელ ისეთ კერძზე შეაჩეროთ, რომელიც სასარგებლოა და ჯანმრთელობისთვის არაა საზიანო. 

თუ ხშირად ხართ უენერგიოდ, უმოტივაციოდ, მარტივად ღიზიანდებით და მარტივად გიქვეითდებათ გუნება-განწყობილება, მიმართეთ ექიმს და მოუყევით თქვენი ჩივილების შესახებ. გამოიკვლიეთ, ხომ არ არის საჭირო სამედიცინო ჩარევა ჰორმონების დასარეგულირებლად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები