LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსმა ოკუპანტებმა მიკოლაევში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს – არის მსხვერპლი

44
kgfyuky

დღეს დილით, ძლიერი აფეთქებები იყო უკრაინის ქალაქ მიკოლაევში.

რუსი ოკუპანტები მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაესხნენ თავს.

მიკოლაევის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის წინასწარი ინფორმაციით, მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე დარტყმის შედეგად დაიღუპა 2 და დაიჭრა 3 ადამიანი.

 

ქალაქის მერმა ოლქსანდრ სენკევიჩმა მიკოლაევის მცხოვრებთ თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა და სთხოვა, სოციალური ქსელებით ფოტოებს ნუ გაავრცელებენ.

ცნობისთვის, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინის სამხრეთში მდებარე ქალაქ მიკოლაევს პერიოდულად უტევენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები