“მთავარი არხის” წამყვანი, დიკო ჯოჯუა ნიკა გვარამიას იუბილეს ემოციური პოსტით ულოცავს.
„დაბადების დღეს გილოცავ, განსაკუთრებულო და მაგარო მეგობარო❤️Nika Gvaramia
რთულია ეს დღე უშენოდ, მაგრამ ვიცი მხნედ ხარ.
ერთად მოვიპოვებთ თავისუფლებას!
გამარჯვებას გისურვებ✌?❤️
მიყვარხარ!“, – წერს დიკო ჯოჯუა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით მიუსაჯა პატიმრობა. განაჩენი 16 მაისს გამოცხადდა. გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.