LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის და დემოკრატიულ პარტნიორებს მოვუწოდებთ, ივანიშვილს სანქციები დაუწესონ: მსოფლიოს დემოკრატიული კავშირი

474
ing (3)

“მსოფლიო დემოკრატიული კავშირი” (IDU) ევროკავშირსა და დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს, “ქართული ოცნების” ყოფილ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს პერსონალური სანქციები დაუწესოს.

ამის შესახებ აღნიშნულია “მსოფლიო დემოკრატიული კავშირის” მიმართვაში, რომელსაც IDU ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 29 ივნისს, ბერლინში, IDU-ის აღმასრულებელ შეხვედრაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ წარმოდგენილი რეზოლუცია განიხილეს.

“საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი” მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო. ევროკომისიის რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ საქართველო დგას რამდენიმე გამოწვევის წინაშე, რაც ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს.

ევროკომისიის მიერ დასახელებულ პრიორიტეტებს შორის მნიშვნელოვანია “დეოლიგარქიზაცია”, რომელიც საქართველოში უნდა განიხილონ.

ბოლო 10 წლის განმავლობაში ოლიგარქიულმა მმართველობა, რამაც გამოიწვია უფლებამოსილების აღრევა, სახელმწიფო ინსტიტუტების რღვევა, ოპოზიციისა და კრიტიკული მედიის პოლიტიკური დევნა, ხელს უშლის ქართველი ხალხის ძლიერ მისწრაფებას – თავისუფლებისა და ევროპული მომავლისკენ.

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავება და არასათანადო მოპყრობა, ასევე ცნობილი კრიტიკოსი მედიამენეჯერის, ნიკა გვარამიას დაკავება ხელისუფლების მხრიდან დემოკრატიული სტანდარტების დაცვის ვალდებულების უგულებელყოფის აშკარა დემონსტრირებაა.

იმედგაცრუებას იწვევს იმის დანახვა, რომ საქართველო, რომელიც ოდესღაც აღმოსავლეთ პარტნიორობის დემოკრატიული რეფორმების ლიდერი იყო, ახლა ვერ აკმაყოფილებს ევროინტეგრაციის გზაზე შემდგომი წინსვლის კრიტერიუმებს.

ტენდენცია განსაკუთრებით შემაშფოთებელია ამ ეტაპზე არსებული გეოპოლიტიკური გარემოებებისა და უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის კონტექსტში, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის დემოკრატიული დღის წესრიგიდან ჩამოშორება არჩია და ავტორიტარულ და ანტიდასავლურ გზას დაადგა.

ამიტომ საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:

◾  პატივი სცეს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად;

◾  დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რაც გულისხმობს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადეკვატურ მკურნალობას და საზღვარგარეთ გადაყვანას;

◾  გაათავისუფლოს ნიკა გვარამია, რომლის დაკავებაც და გასამართლებაც უსამართლო და დაუსაბუთებელია;

◾ ევროკავშირმა და დემოკრატიულმა პარტნიორებმა დაუწესონ პერსონალური სანქციები საქართველოს არაფორმალურ მმართველს, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს და მის თანამოაზრეებს, ასევე მოსამართლეებსა და პროკურორებს, რომლებიც ხელს უწყობენ ოლიგარქიულ მმართველობას სასამართლო ინსტიტუტების, როგორც რეპრესიული მექანიზმის ინსტრუმენტალიზაციაში”, – აღნიშნულია გავრცელებულ მიმართვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g