LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შემოვიდა სახელოსნოში გოგო, ვისაც მთელი ცხოვრება ვხატავდი… მეორეჯერ რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება, როცა ხათუნა მოვიყვანე ცოლად” – ავთანდილ ცქვიტინიძე მეუღლესა და ოლიგარქის სიძეობაზე

9365
ცქვიტინიძე

დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე გადაცემაში ,,სხვა კითხვები ნიკოლოზისგან” ცხოვრების მთავარ სიყვარულზე საუბრისას ამბობს, რომ ბავშვობიდან სწორედ ისეთ ქალს ხატავდა, როგორიც მისი მეუღლე, ხათუნა თოთლაძეა.

“მაგ პერიოდში, როცა დემნა გამოჩნდა, მეგონა, ჩემს კოლექციებს ვუყურებდი, შემდეგ ეს კაბა იყო პიკი, როცა თავი აღარ შევიკავე” – ავთანდილი გვასალიაზე და სტატუსზე, რომელის გამოც Facebook-ი გააუქმა

ხათუნა თოთლაძე ბადრი პატარკაციშვილის დის შვილია, სწორედ, ამ ნათესაობის გავლენაზე საუბრით დაიწყო ავთანდილმა ქორწინებაზე საუბარი გადაცემაში “სხვა კითხვები”.

“მეორეჯერ რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება, როცა ხათუნა მოვიყვანე ცოლად, ის საყვარელი, ხალხის წინ გაზრდილი ბიჭი, შრომისმოყვარე, ძლივს მიღებული საზოგადოებისგან, აღიარებული, პრესტიჟული, ის ტოპ ადამიანები, რომელთა ჩამონათვალში მე უკვე შესული ვიყავი, რადიკალურად შეიცვალა ყველაფერი. იმ მოცემულობით ავთო, რომელსაც აღიარებდნენ, ძალიან უყვარდათ, თავისი შრომით და ნიჭით მიაღწია ყველაფერს, უცებ, გახდა ოლიგარქის სიძე.

ხომ არის რაღაცებს შენ იწვევ შენს ცხოვრებაში შეუგნებლად, ბავშობიდან ვხატავდი მერხებზე, ქალებს, ფიგურებს, საკონტოლოს რვეულები სულ სავსე მქონდა. როცა დავიწყე ადამიანების ხატვა, რაც ჩემი თავი მახსოვს, სხვათაშორის დღემდე, როცა ფერწერას დავუბრუნდი, ზუსტად იმ გოგოს ვხატავდი, რომელიც შემოვიდა ერთ მშვენიერ დღეს ჩემთან სახელოსნოში და დავინახე ის ადამიანი, ვისაც მთელი ცხოვრება ვხატავდი. საოცარი გარეგნობა აქვს ხათუნას, ძალიან ბევრი ხუჭუჭა თმით და ერთი-ერთში ანალოგი მყავს შვილი. მეორე-მესამე ჩაზომებაზე ვიცოდი უკვე ვინ იყო, მაგრამ ეს მოხდა პირველივე შეხვედრაზე და ხათუნა დავიბარე ძალიან ბევრჯერ ე.წ ჩაზომებაზე”, – ამბობს ცქვიტინიძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g