LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარაკეტო თავდასხმა ოდესის ოლქში – ნანგრევებიდან ამოყვანილია 14 ცხედარი

104
ოდესა

უკრაინული მედია ოპერატიულ სარდლობა „სამხრეთზე“ დაყრდნობით წერს, რომ რუსი ოკუპანტების მიერ, ოდესის ოლქში განხორციელებულ თავდასხმას, რომელიც მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსსა და რეკრეაციული ცენტრზე განხორციელდა 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 30 კი დაშავდა.

დაღუპულები მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს. 30 დაშავებულს, მათ შორის 3 ბავშვს კი, სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

„ოდესის ოლქში სტრატეგიული თვითმფრინავით შავი ზღვის მიმართულებით სარაკეტო შეტევა განხორციელდა. ერთი რაკეტა მოხვდა 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს, მეორე – სარეკრეაციო ცენტრს ბელგოროდ-დნესტრის რაიონში. კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად დანგრეულია, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g