ცნობილი ტელესახე ნინუცა ორჯონიკიძე სოციალურ ქსელ „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე საკუთარი აქტივობების ამსახველ ფოტოებსა და ვიდეოებს ხშირად გვიზიარებს და მას უამრავი მიმდევარი ჰყავს.
როგორც ინსტაგრამ გვერდზე ატვირთული ფოტოებიდან ირკვევა, ულამაზესმა ნინუცამ საზაფხულო შვებულების გატარება საბერძნეთში გადაწყვიტა.
ცნობილი ტელესახე, კუნძულ მიკონოსზე მეუღლესთან ერთად ისვენებს. ნინუცა, როგორც ყოველთვის შესანიშნავ ფორმაშია და გემოვნებიან, საზღვაო სამოსში სანაპიროზე პოზირებს.