LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მარტო სტუმრის მიღება, ღამის გათევა, საუზმით შემოფარგვლა საკმარისი არ არის“ – თუშეთში ინფოტური მოეწყო

81
290804097_401852181985594_6543592987230676468_n

აგროტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, თუშეთში ინფოტური მოეწყო. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ ორგანიზებით, ტურში ტურისტული კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. ტურის მონაწილეებმა ომალო, დიკლო, შენაქო, დართლო, გომეწრის ხეობა, ჯვარბოსელი და ჭეშო მოინახულეს. ტურისტული კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლები თუშური ყველის მწარმოებლებს ესტუმრნენ. მოეწყო ადგილობრივი პროდუქტების დეგუსტაცია. ტურის მონაწილეები გაეცნენ თუშეთის ტურისტულ ადგილებს, ისტორიულ ძეგლებს და კულტურას.

„მიზანი არის პოტენციურად განვითარებადი ტურისტული პროდუქტების მეტი დივერსიფიკაცია მოვახდინოთ ქვეყანაში. ერთ-ერთი ასეთი პრიორიტეტული პროდუქტი აგროტურიზმია. შესაბამისად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის აქტიური ჩართულობით უკვე მომზადდა აგროტურიზმის განვითარების სამოქმედო გეგმა, რომლის ფარგლებშიც ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციასთან „ელკანა“ ერთად ვახორციელებთ ინფო-ტურს თუშეთში. ტურის მიზანია მონაწილეები გაეცნონ არამხოლოდ თუშეთის ტურისტულ პოტენციას, არამედ მცირე და საშუალო მეწარმეების მიერ შეთავაზებულ ტურისტულ პროდუქტს“,- განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.

„თუშეთში ბევრი ჩამოდის საფეხმავლო, საცხენოსნო ტურებისთვის, რაც არაჩვეულებრივია, თუმცა უნდა ითქვას, რომ ადგილობრივი ტრადიციული პროდუქტი, კერძები მნიშვნელოვანი კომპონენტია ასეთ ტურებში და ეს არ უნდა დაიკარგოს, ამ მიზნით კი მეტი ძალისხმევაა საჭირო, რომ ადგილზე წარმოება გაიზარდოს. მარტო სტუმრის მიღება, ღამის გათევა, საუზმით შემოფარგვლა საკმარისი არ არის. საჭიროა მეტი კავშირი იყოს სურსათის მწარმოებელსა და სერვისის მიმწოდებელს შორის“,- აცხადებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენელი ლელა ხარტიშვილი.

აგროტურიზმის განვითარებისთვის სპეციალური გზამკვლევი და სამოქმედო გეგმა შემუშავდა, რომლის მომზადებაშიც მონაწილეობდნენ: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია FAO, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სხვადასხვა უწყებები, ეკოტურიზმის ასოციაცია და დარგობრივი ასოციაციები – ელკანა, ფერმერთა ასოციაცია, საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია და საერთაშორისო ექსპერტები იტალიიდან.

პროექტის მიზანია ქართული აგრომეურნეობების ხელშეწყობა, ტურისტული სერვისების შექმნა და დივერსიფიცირება, ტურისტული თემატური ბილიკების განვითარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g