LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოტლანდია და უელსი უკრაინას 100 მილიონი სტერლინგის სამხედრო დახმარებას გაუწევენ: ბორის ჯონსონი

73
ბორის ჯონსონი

შოტლანდიამ და უელსმა უკრაინისთვის 100 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი „ტვიტერში“ წერს.

“უელსის მთავრობამ უკრაინას დახმარების სახით 35 მილიონი გირვანქა სტერლინგი გამოუყო და უელსელმა ოჯახებმა 3000 ლტოლვილი მიიღეს”, – წერს ჯონსონი.

მისივე თქმით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარება გამოყო შოტლანდიის მთავრობამაც.

„მადლობა გადავუხადე შოტლანდიის მთავრობას უკრაინისთვის 65 მილიონი გირვანქა სტერლინგის გამოყოფის გამო, რაც გაერთიანებული სამეფოს მიერ უკრაინისთვის გამოყოფილ დახმარების 2.3 მილიარდამდე ზრდის და ასევე ხელს უწყობს 6000 უკრაინელი ლტოლვილის საცხოვრებლით უზრუნველყოფას,“- წერს ჯონსონი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g