საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი ბრუნო ლე მაირი აცხადებს, რომ მთავრობა რუსული გაზის იმპორტის სრული შეწყვეტისთვის ემზადება. მისივე თქმით, ამ სცენარისთვის უნდა მოემზადონ.
ლე მაისი აცხადებს, რომ პირველი ნაბიჯი ოჯახებისა და ბიზნესებისთვის მისი მოხმარების შემცირებაა, შემდეგ კი შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, თხევადი ბუნებრივი აირის გადაზიდვისთვის.
„ვფიქრობ, რომ რუსული გაზის მოხმარების სრული შეწყვეტა შესაძლებელია. უნდა მოვემზადოთ ამ სცენარისთვის. სრულიად უპასუხისმგებლო იქნება ამ სცენარის იგნორირება“. – განაცხადა საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა.